გამართული ფინანსური სისტემა კომპანიაში
კომპანიაში გამართული ფინანსური სისტემის არსებობას კრიტიკული მნივნელობა აქვს. მასზე არის დამოკიდებული ბიზნესის სტაბილურობის და განვითარების დიდი წილი.
ფინანსურ სისტემაში იგულისხმება ის მიმართულებები, რომელსაც ფინანსური მენეჯერი/ფინანსური დირექტორი მართავს: რეპორტინგი და ანალიტიკა, ბუღალტრული აღრიცხვა, ფინანსების მართვა და სტრატეგიული განვითარება.
ქვემოთ არის 7 მნიშვნელოვანი მიზეზი:
- გადაწყვეტილების მიღება – ფინანსური სისტემა ამარაგებს მენეჯერებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს საჭირო მონაცემებით და ინფორმაციებით, რომელთა საფუძველზეც შეიძლება მიღებული იყოს გადაწყვეტილებები სტრატეგიულ და ოპერაციულ დონეზე. არასწორი ინფორმაციის მიწოდებას კი შეუძლია საპიროსპირო მიმართულებით წაიყვანოს კომპანია.
- ბიუჯეტის დაგეგმვა და კონტროლი – ნებისმიერი კომპანიისათვის, რომლისთვისაც მდგრადი განვითარება არის მნივნელოვანი, აუცილებელია ბიუჯეტის ქონა და მისი კონტროლი. საჭიროა ხდებოდეს ყოვეთვიური შედარება რეალური შედეგებისა წინასწარ დაბიუჯეტებულთან, რომ საბოლოო მიზანს არ ავცდეთ. გამართული ფინანსური სისტემა ეხმარება კომპანიას სწორად დაგეგმოს ბიუჯეტი, გააანალიზოს შემოსავლები და ხარჯები და შეამციროს ფინანსური დანაკარგები.
- მდგრადი განვითარება – ფინანსური სისტემა უზრუნველყოფს კომპანიას სტაბილური ფულად ნაკადებით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ფინანსური პრობლემების რისკს და ხელს უწყობს კომპანიის მდგრად განვითარებას.
- რეპუტაციული რისკები – გამართული და გამჭვირვალე ფინანსური სისტემა ქმნის ნდობას ანალიტიკოსებში, ინვესტორებში და კრედიტორებში, რაც კომპანიას ფინანსური მხარდაჭერის მოპოვებაში ეხმარება. ასევე, პოზიტიურად განაწყობს მის დამფუძნებლებს, მეწილეებს, მენეჯერებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს.
- ინფორმაციის სტრუქტურიზება – ზემოთ ჩამოთვლილი 4 მიმართულება მეტად ნაკლოვანი იქნება თუ კომპანიას არ აქვს ზუსტი და ამავე დროს სტრუქტურულად გამართული ბუღალტრული აღრიცხვა. სტრუქტურულად გამართულში იგულისხმება, ხარჯების და შემოსავლების იმდაგვარი პროგრამული ჩაშლა, როდესაც რეპორტინგის და ანალიტიკის სპეციალისტებს უადვილდებათ მათი დაჯგუფება, დაშლა და ამით ახერხებენ სიტუაციის სხვადასხვა მხრიდან ანალიზს.
- ინფორმაციის მიწოდების და ანალიზის დროულობა – მას შემდეგ, რაც ბუღალტრულად ყველაფერი წინასწარ შეთანხმებული სტრუქტურით აისახება, მნიშვნელოვანია რეპორტინგის და ანალიტიკის სპეციალისტებმა, დროულად შექმნან რეპორტები და გაუკეთონ ანალიზი. მნიშვნელოვანია ინფორმაცია იყოს გადამოწმებული. ეს კომპანიის მენეჯმენტს ეხმარება მიიღოს სწრაფი და დაზუსტებული ანალიზი, რაზე დაფუძნებითაც მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს.
- სამართლებრივი რისკების დაზღვევა – ორგანიზაციები ვალდებულნი არიან ბიუჯეტთან გადაიხადონ სხვადასხვა ტიპის გადასახადები. მოწესრიგებული ფინანსური სისტემა საშუალებას იძლევა დროულად და სწორად იქნას გადახდილი გადასახადები, რომ შემდგომში არ მოყვეს დაჯარიმება. ამავდროულად, არ მოხდეს ზედმეტის გადახდაც, რასაც ბევრი კომპნია თავის დაზღვევის მიზნით აკეთებს. ამგვარად, თავს აარიდებთ ზედმეტ და დაუგეგმავ ხარჯებს.
ჩვენ დაგეხმარებით ფინანსური სისტემის ნულიდან აწყობაში, ისევე როგორც არსებულის გადაწყობაში. ჩვენი სერვისები იმდაგვარადაა ჩაშლილი, რომ შესაძლებელია რომელიმე კონკრეტული მიმართულების აუთსორსიც. უფრო დეტალურად გადადით ლინკზე.