img
  • პოზიცია ადამიანური რესურსების მენეჯერი
  • სამუშაო განაკვეთი სრული
  • ხელფასი 2000-3000
  • ქალაქი თბილისი

ადამიანური რესურსების მენეჯერი

 

პარტნიორი კომპანიისათვის ვაცხადებთ ვაკანსიას  ადამიანური რესურსების მენეჯერის  პოზიციაზე.

 

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

 

** ადამიანური რესურსების მართვის ზოგადი პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავება;

** თანამშრომელთა შერჩევის პროცესის ორგანიზება და მართვა;

** შეფასების სისტემის შემუშავებასა და მართვაში მონაწილეობა;

** მოტივაციის და კარიერული განვითარების სისტემების შემუშავება და მართვა;

** თანამშრომელთა კარიერული განვითარების სისტემების შემუშავება და მართვა;

** საკადრო ბრძანებებისა და შრომითი ხელშეკრულებების მომზადება;

** ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით ადმინისტრაციული პროცესების მართვა (საშტატო განრიგისა და პირადი საქმეების წარმოება);

** თანამშრომელთა დაზღვევის და სხვა პროცესის კოორდინაცია;

** კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოების, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა;

** კომპანიის HR ბრენდინგის გაძლიერება სხვადასხვა აქტივობის დანერგვის შესაბამისად;

** სტატისტიკის წარმოება და რეპორტინგი ხელმძღვანელთან;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ორგანიზაციული ფსიქოლოგიის მიმართულებით;

** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე არანაკლებ 2 წლისა;

** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

** შრომის კოდექსისა და რელევანტური რეგულაციების ცოდნა;

** უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

 

** კომუნიკაბელურობა;

** დაგეგმარების უნარი;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

** გუნდთან მუშაობის უნარი;

** დროის მართვის უნარი;

** დეტალებზე ორიენტირებულობა.

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@mind.com.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

 

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით დამუშავდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.