img
  • პოზიცია ბუღალტერი
  • სამუშაო განაკვეთი სრული
  • ხელფასი 1500-2500
  • ქალაქი თბილისი

ბუღალტერი

 

პარტნიორი კომპანიისათვის ვაცხადებთ ვაკანსიას  ბუღალტრის  პოზიციაზე.

 

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

 

** ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების დროული და ზუსტი შესრულება;

** პირველადი დოკუმენტების (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და სხვა) პროგრამული გატარება;

** საბუღალტრო დოკუმენტაციის აღრიცხვა, დაარქივება და კონტროლი;

** საბანკო გადარიცხვების შესრულება;

** RS.GE-ზე მუშაობა, ელექტრონულად მოსული დოკუმენტაციის დროული დამუშავება და აღრიცხვა, ანგარიშ- ფაქტურების დადასტურება;

** დებიტორ-კრედიტორების დავალიანების კონტროლი:შედარების აქტების გაფორმება;

** ბუღალტრული საქმიანობის ფარგლებში, პრობლემების იდენტიფიცირება და მათი   ეფექტიანი მოგვარების გზების ინიცირება.

** უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა რელევანტური დავალებების შესრულება

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

** უმაღლესი განათლება ბუღალტერიის/ფინანსების მიმართულებით;

** ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.

** ACCA სერტიფიკატები ჩაითვლება უპირატესად;

** საოფისე პროგრამების ცოდნა, განსაკუთრებით MS Excel;

** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

 

** დეტალებისადმი ყურადღება;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;

** გუნდურად მუშაობის უნარი;

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

** დროის მართვის უნარი

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@mind.com.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

 

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით დამუშავდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.