Automated BI Reporting and its Advantages
თანამედროვე ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა ბევრად სწრაფად და ბევრად ზუსტად აწარმოო კომპანიის რეპორტინგი და ანალიტიკა. ორივე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნებისმიერ ორგანიზაციისათვის.
BI (Business Intelligence) არის რეპორტინგის და ანალიტიკის თანამედროვე საშუალება. ის წარმოადგენს ტექნოლოგიურ პროცესს, რეალურ დროში გარდაქმნას ჩვეულებრივი მონაცემთა ბაზა ღირებულ და ინფორმატიულ სტრუქტურად.
ETL (Extract, Transform, and Load) პროცესის, დროს სხვადასხვა შიდა და გარე წყაროებიდან გენერირებული ინფორმაცია თავს იყრის ერთ სივრცეში (Data Warehouse). ამის შემდეგ კი ხდება მისი ვიზუალიზაცია რეპორტების და საინფორმაციო დაფების (Dashboard) საშუალებით.
მისი მთავარი უპირატესობებებია:
1. ციფრების სიზუსტე – ანალიტიკის აწყობა ხდება ერთხელ, რის შემდეგაც ადამიანის ხელი არ ხვდება, რაც ადამიანურ შეცდომებს მინიმუმამდე ამცირებს;
2. ვტომატიზაცია და რეალურ დროში ინფორმაციის მიღება – რეპორტინგი და ანალიტიკა მიბმულია შიდა პროგრამაზე ან/და სხვა გარე წყაროებზე, რისი დახმარებითაც ავტომატურად ხდება ინფორმაციის განახლება, რაც ძალიან დიდ დროით რესურსს ზოგავს.
3. სიიაფე – ავტომატიზაცია ამცირებს დროით და ადამიანურ რესურსებზე დანახარჯებს
4. ხელმისაწვდომობა – თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ საჭირო ინფორმაცია ნებისმიერ დროს და ადგილას, რაც ზრდის მოქნილობის დონეს ბიზნესისთვის.
5. ვიზუალიზაციის მაღალი ხარისხი – ინფორმაციის აღქმადობისთვის მნიშვნელოვანია მისი ვიზუალური ნაწილი, რაც ამ შემთხვევაში უზრუნველყოფილია;
6. მობილური აპლიკაცია – კიდევ უფრო კომფორტულს და ეფექტურს ხდის ამ პროცესს.
7. გაზრდილი შიდა კოლაბორაცია – დაჩქარებული და გაცილებით ანალიტიკურად აწყობილი BI სისტემა ზრდის დეპარტამენტებს შორის ინფორმაციის ბრუნვას და საერთო მიზნების უფრო სწრაფად მიღწევის ალბათობას.
მსოფლიოში მრავალი BI სისტემა არსებობს: Tableau, Qlik Sense, Microsoft Power BI და ა.შ. თქვენი ბიზნეს პროცესების და საჭიროებების გაცნობის შემდეგ აგირჩევთ ყველაზე შესაფერისს და თქვენზე მორგებულს.
უფრო დეტალურად, თუ რას გთავაზობთ ამ მიმართულებით ეწვიეთ ჩვენს BI სერვისებს.