7 Advantages of Outsourcing Office Works
საოფისე სამუშაოების აუთსორსი გაცილებით მომგებიანი და მოხერხებული შეიძლება აღმოჩნდეს მრავალი კომპანიისათვის. მათ შორის, მთავარი უპირატესობებია:
1.Ხარჯების შემცირება – აუთსორსინგი ხშირად უფრო იაფია, ვიდრე შიდა კადრებით იგივე საქმის შესრულება, რადგან კომპანიას არ უწევს დამატებითი პერსონალის დაქირავება, ტრეინინგი და მათი შესაბამისი ინფრასტრუქტურის შენარჩუნება. Იზოგება კომუნლაური ხარჯებიც.
2. სპეციალიზირებული ცოდნა და გამოცდილება – აუთსორსინგის თანამშრომელს შესაძლოა ჰქონდეს ბევრად მეტი პრაქტიკული გამოცდილება და ექსპერტიზა სპეციფიკურ სფეროებში, რადგან ის კონცნტრირდება კონკრეტული მიმართულებით. Ეს ყველაფერი უზრუნველყოფს მაღალ ხარისხს და ეფექტურ შედეგებს.
3. Ამოცანების დროულად შესრულება – აუთსორსინგი ამცირებს ვადებს, რომლებიც საჭიროა ამოცანების შესრულებისთვის და პროექტების განსახორციელებლად, რაც საშუალებას აძლევს კომპანიას სწრაფად მოახდინოს რეაგირება ბიზნესის საჭიროებებზე.
4. Მთავარ მიზნებზე ფოკუსირება – გამომდინარე იქედან რომ აუთსორსინგის დახმარებით კომპანიის მენეჯმენტს ჩამოშორებული აქვს სხვადასხვა საოფისე საქმეების მართვა. Მათ დრო უთავისუფლდებათ ფოკუსირდნენ კომპანიის ძირითად გამოწვევებზე და დასახონ სტრატეგიული და ტაქტიკური გეგმები. Ამით კომპანია მეტად კონკურენტუნარიანი ხდება ბაზარზე.
5. ტექნოლოგიური განვითარება – აუთსორსინგული კომპანიები ხშირად ბევრად წინ არიან ტექნოლოგიურად ვიდრე სხვა მრავალი ბიზნესი. Ისინი კომპანიებს სთავაზობენ თანამედროვე ტექნოლოგიებს, რაც აუმჯობესებს სამუშაო პროცესებს და ზრდის პროდუქტიულობას.
6. Რესურსების მოქნილობა – განსაკუთრებით დროებით ან სეზონურ სამუშაოებზე კომპანიას აღარ უწევს თანამშრომლის აყვანა. Მას შეუძლია შესაბამისი დროით მომსახურების ხელშეკრულება გააფორმოს აუთსორსთან და ამით თავიდან აიცილოს დროის და რესურსების კარგვა.
7. Რისკების მართვა – ბიზნესი აუთსორსინგულ კომპანიაზე საქმის მინდომით პრაქტიკულად უზიარებს მას რისკებს, რომელსაც შესაძლოა რისკების მართვის უკეთესი პრაქტიკა ჰქონდეს.
დადებით მხარეების მიუხედავად, მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ აუთსორსინგული კომპნია. რათა ორივე მხარეს ზუსტად ესმოდეს რა სჭირდება ბიზნესს და რას მიიღებს ამ თანამშრომლობის შედეგად.
თუ თქვენც გადაწყვიტეთ, რომ დროა გარკვეული საკითხები პროფესიონალებს გადააბაროთ, დაგვიკავშირდით და განვიხილოთ როგორ შევძლებთ თქვენს დახმარებას.