პარტნიორი კომპანიისათვის ვაცხადებთ ვაკანსიას აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
** კომპანიის სტრატეგიის და სტრატეგიული ამოცანების შემუშავება/განსაზღვრა, დამფუძნებლებთან შეთანხმება, განხორციელება და დამფუძნებლებთან პერიოდული ანგარიშგების/შედეგების წარდგენა.
** კომპანიის ბიუჯეტის წარმოება და აღსრულების მონიტორინგი;
** გაყიდვების ზრდის ხელშესაწყობი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
** მიმდინარე პროექტების დროულად და ეფექტიანად შესრულების უზრუნველყოფა;
** პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
** შეთანხმებული KPI-ების მუდმივი მონიტორინგი და შესაბამისი ქმედებების ორგანიზება მათი შესრულებისათვის;
** სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობა;
** კომპანიის საქმიანობის ახალი მიმართულებების განვითარება;
** მარკეტინგული და ფინანსური რეპორტის ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ქმედებების დაგეგმვა;
** ადამიანური რესურსების მართვაში აქტიური ჩართულება, თანამშრომლების შრომითი ეფექტურობის შეფასება და გაზრდა.
** კომპანიის ორგანიზაციული კულტურის განმტკიცება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, ფინანსების ან/და მომიჯნავე მიმართულებით;
** აღმასრულებელ პოზიციებზე, ან მაღალი რგოლის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
** უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ლიდერობული და მენეჯერული უნარ-ჩვევები;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@mind.com.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით დამუშავდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.