“კარგი” თანამშრომელი – წარმატების საფუძველი

“კარგი” თანამშრომელი – წარმატების საფუძველი

 

ადრეულ სტუდენტობაში ფაქტიურად ყველა საინტერესო შეხვედრას ვესწრებოდი, სადაც კი შემეძლო. ერთ-ერთ მსგავს შეხვედრაზე წარმატებულ უცხოელ ბიზნესმენს, რომლის საუბარი ძალიან საინტერესოდ მომეჩვენა, ვკითხე, რა იყო მისი ბიზნესების წარმატების საფუძველი და ზოგადად, რა არის კომპანიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. მცირე დაყოვნების შემდეგ ორი სიტყვით მიპასუხა: “good people”. ცოტა არ იყოს მეწყინა, ასე მოკლე პასუხი რომ გამცა, რადგან უფრო ვრცელ და ფილოსოფიურ ახსნას ველოდი. ყველაფერთან ერთად ზუსტადაც ვერ გავიგე რა იგულისხმა “კარგი ხალხის” უკან, ან რა შუაში იყო კაპიტალისტურ სამყაროში, სადაც ფული ყველაზე ღირებულია. 

მის მერე წლები გავიდა, გამოვიცვალე რამდენიმე სამსახური, გავიცანი უამრავი სხვადასხვა პროფესიის და ეროვნების ადამიანი. და როდესაც ჩემით ვცდილობდი უკვე აკვიატებული კითხვისთვის პასუხის მოძებნას, ერთ დღესაც სწორედ ამ ბიზნესმენის სიტყვები ამოტივტივდა გონებიდან. დიახ, სწორედ კარგი ხალხის არსებობა კომპანიაში გრძელვადიან პერიოდში განაპიროებებს მის მდგრად წარმატებას. ამ დასკვნამდე მას შემდეგ მივედი, როდესაც ჩემს თვალიწინ, სრულად გამოუცდელმა, მაგრამ მოტივირებულმა და შეხმატკბილებულმა გუნდმა შეძლო სტარტაპი კომპანია სფეროში ლიდერად ექცია. სწავლობდნენ და ვითარდებოდნენ მასთან ერთად. მეორე შემთხვევაში კი გაკოტრებამდე მიიყვანეს უდიდესი პოტენციალის მქონე კომპანია, მიზეზი კი გულგრილობა, არასწორი ანალიზი და გადაწყვეტილებები იყო. ამ შემთხვევაში კომპანია ბალანსს ინარჩუნებდა იმ თანამშრომლების ხარჯზე, რომლებიც ცდილობდნენ მაქსიმალურად ებრძოლათ და გამოესწორებინათ სიტუაცია, რის საშუალებასაც იერარქიული წყობა აძლევდათ. თუმცა, რადგან გარემო და დამოკიდებულება არ იცვლებოდა ბევრ მათგანს კომპანიის დატოვება მოუწია. 

“კარგ ხალხში” არ იგულისხმება ის რომ ისინი სიგარეტს არ ეწევიან, ან ღვინოს არ სვამენ. უფრო მეტად, მასში მოიაზრება საქმისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულების და სქილების მქონე ადამიანები. შეიძლება საწყის ეტაპზე არ ჰქონდეს საკმარისი ცოდნა, მაგრამ სქილებიდან გამომდინარე სჯობს მისი აყვანა და სწავლება, ვიდრე ისეთი კანდიდატის, რომელსაც ცოდნა ან უბრალოდ მისი წარმოჩენის უნარი აქვს, თუმცა დანარჩენში ჩამორჩება. დამიჯერეთ, განსაკუთრებით კრიზისულ სიტუაციებში კომპანიაში მსგავსი ხალხის არსებობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. 

ჩვენი ადამიანური რესურსების გუნდი დაგეხმარებათ თქვენს გარემოზე და მოთხოვნებზე მორგებული თანამშრომლების მოძიებასა და მათ დატრენინგება/განვითარებაში. უფრო დეტალურად ეწვიეთ ჩვენი სერვისების გვერდს.