როგორ ვაქციოთ ჩვენი ოცნება ცხოვრების მიზნად

როგორ ვაქციოთ ჩვენი ოცნება ცხოვრების მიზნად

ცხოვრება არ არის მარტივი. იმისთვის , რომ რაიმეს მიაღწიო ბევრი ბარიერის გადალახვა გიწევს. ხშირ შემთხვევაში ადამიანი ამ დროს სასოწარკვეთილებაში ვარდება და ხშირად ფარ-ხმალს ყრის. სინამდვილეში კი ამ დროს უშვებს სწორედ  დამღუპველ შეცდომას, კარგავს რწმენას, ივიწყებს ცხოვრებისეულ მიზანს და ძალიან მნიშვნელოვან რამეს , უკრძალავს თავს იოცნებოს.

მიზნები  წარმართავენ ადამიანის ცხოვრებას. ყველაფერი კი თუ კარგად გაქვს გააზრებული და არ იშურებ ძალ-ღონეს მის სრულყოფაში მოსაყვანად, მზად ხარ ,რომ ამ გზაზე ნებისმიერმა მარცხმაც არ უნდა შეანელოს შენი სწრაფვა მიზნამდე, მაშინ გადაულახავი ბარიერი არ დარჩება ადამიანს. მსგავსი ადამიანების ბიოგრაფიები არაერთი შეგვიძლია მაგალითის სახით მოვიყვანოთ . თუნდაც  სტივ ჯობსი , რომელმაც სულ არაფრიდან დიდ წარმატებას  მიაღწია – ცხოვრება ოცნებიდან – რეალობამდე.

ბევრს მიაჩნია, რომ ოცნება არის დროის ტყუილად კარგვა და რომ ადამიანმა რეალისტურად უნდა იცხოვროს. ეს ასე არ არის. თუკი სამყაროში არსებობს ცნება „ოცნება“ , ნიშნავს, რომ მასაც აქვს გარკვეული დანიშნულება და ადამიანს შესწევს იმის ძალა, ის რეალობად აქციოს. თავდაპირველად შეიძლება შენი  ნებისმიერი ოცნება კომიკურად და მიუღწევლადაც  მოგეჩვენოს, მაგრამ ოცნება არ უნდა შეწყვიტო თუ გინდა რაიმეს მიაღწიო. გამოჩენილი , წარმატებული ადამიანების ცხოვრებაც ხომ ამაზე მეტყველებს?! შორეული მოგზაურობა ხომ პატარ-პატარა ნაბიჯებით იწყება ?!  იმ სანუკვარზე ფიქრით, რომელიც მთელი გულით გინდა რომ ახდეს ?! სწორედ ამიტომ უნდა გახსოვდეს რომ , ყველაფერი რაც დღეს არსებობს ოდესღაც ოცნება იყო. მაგრამ  მთავარია ყოველდღიურად გააკეთო მცირეოდენი და  გადადგა თავდადებული ნაბიჯები სწორედ იმ აქამდე არარსებულის რეალობად განსახორციელებლად.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ოცნება წარმატებული ადამიანების განუყოფელი ნაწილი ნამდვილად იყო. ისინი წარმატებას მათი საშუალებით აღწევდნენ და სწორედაც რომ ცხოვრების მიზნად მას იყენებდნენ. თუნდაც ავსტრიელი წარმატებული მილიარდელის პიტერ დანიელის მაგალითიც ხომ ამაზე მეტყველებს – მას ჰკითხეს: „როგორ მოხდა რომ შენ ადამიანს, რომელსაც არ გისწავლია სკოლაში, წარმოშობით ღარიბი ოჯახიდან , რომელსაც არავინ დაგხმარებია ცხოვრებაში, რომელიც ჯერ კიდევ 26 წლის ასაკში იყავი უბრალო კალატოზი, მიაღწიე ასეთ წარმატებას?“ მისი პასუხი იყო, რომ: „ ცხოვრების მძიმე წუთებში მე ვეყრდნობოდი ჩემს ოცნებებს , ყოველი მარცხის შემდეგ , როდესაც ვიყავი სულიერად გამოფიტული , მე ვეყრდნობოდი ჩემს ოცნებებს.“

მთავარია იოცნებო რწმენით და ყოველდღიურად გადადგა თითო ნაბიჯი. ირწმუნო შენი ძალის. ყოველი დღის ბოლოს საკუთარ თავს მოსთხოვო პასუხები კითხვაზე: რა გააკეთე დღეს ამ ყველაფრისთვის ? ასევე მზად უნდა იყო იმისთვის, რომ გარშემომყოფებმა შეიძლება დაგცინონ და გაკიცხვის ღირსიც გახდე . მოგმართონ, რომ დროს ოცნებაში ტყუილად კარგავ და რომ ოცნება ოცნებად დაგრჩება.

ოცნება არ ისწავლება. ადამიანია თვითონ ბუნებით მეოცნებე და ამის უნარი უფალმა თითოეულ ადამიანს ჩაუნერგა. მთავარია ჩვენ არ დავივიწყოთ სწორედ ეს, რომ ჩვენ ვართ ადამიანები, როგორც მეოცნებეები და თავად ვართ ამ სამყაროს და საკუთარი ცხოვრების  თანაშემქმნელნი.

მათ ვისაც ოცნება დროის ტყუილად კარგვა ჰგონია, ძალიან ცდება. ამისთვის არ არსებობს გარკვეული სივრცე ან განსაკუთრებული დრო და ძალისხმევა  საჭირო. რაოდენ კომიკურადაც არ უნდა ჯღერდეს , შეგიძლია იოცნებო უბრალოდ გადაადგილებისას, ტრანსპორტში , თუნდაც რაიმეს რიგში დგომისას ,სადაც საათობით გიწევს დგომა. დასახო გეგმები , ცხოვრების მიზნად აქციო და რეალობაში გადმოიტანო. ის ამისთვის არანაირ გასამრჯელოს არ გთხოვს. სამაგიეროდ სწორად ნაფიქრმა,დაგეგმილმა და თითოეულმა ნაბიჯმა რომელსაც განახორციელებ, პირიქით, ბუმერანგივით მოგიტანოს წარმატება და კეთილდღეობა.
დაე,  ვიოცნებოთ და ვიბრძოლოთ მათ ასახდენად, ცხოვრების მთავარი კრედო და ჭეშმარიტება ხომ სწორედ ამაშია!