რა სჭირდებათ გუნდის წევრებს ლიდერისგან?

რა სჭირდებათ გუნდის წევრებს ლიდერისგან?

ტერმინი ,,ლიდერობის“ აქტუალურობა დღითიდღე იზრდება. შესაბამისად მისი განმარტების იმდენივე ვერსია არსებობს , რამდენი ადამიანიც ყოფილა ამ აპლუაში ან/და უბრალოდ შემოუთავაზებია მისი განსაზღვრება. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ცალსახად სჭირდება კარგ ლიდერს შემდეგ ფაქტორებს ეფუძნება:

ნდობა

ნდობის ჩამოყალიბება ლიდერობის საფუძველია. პატიოსნება და გამჭირვალობა ქმნიან ნდობას. ნდობა ლიდერმა პრიორიტეტულად უნდა მიიჩნიოს, როგორც მისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საწყისი – რადგან ამის გარეშე ადამიანები ლიდერის კეთილგანწყობას ვერ დაიმსახურებენ და სათანადოდ ვერ აყვებიან საერთო საქმეში.

თანაგრძნობა

პოზიტიური ენერგიის მიტანა ადამიანებამდე და მათი მოსმენის სურვილი. იყო თანამგრძნობი ნიშნავს იზრუნო შენს გუნდის წევრზე. მშვიდად და თანაგრძნობით მოქმედება მნიშვნელოვანია ნებისმიერ რთულ სიტუაციაში, რომელსაც თანაგუნდელები აწყდებიან სამსახურში ან თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაში – თანაგრძნობა დაეხმარება მათ წარმატების მიღწევაში და ნებისმიერ რთულ მდგომარეობაში გამოსავლის პოვნაში.


სტაბილურობა

დარწმუნდით, რომ დაქვემდებარებულს შეუძლია თქვენი, როგორც ლიდერის მიმართ ჰქონდეს იმედი. სტაბილურობის უზრუნველყოფა ჰგავს სივრცის შექმნას, სადაც ადამიანები თავს ფსიქოლოგიურად დაცულად გრძნობენ. გარემო, როცა აქვთ განცდა რომ ნებისმიერ კითხვაზე გასცემენ პასუხს, მათ იდეებს მოისმენენ და მზაობა ექნებათ მათი პრობლემების გადაჭრის. მათთან ახლო, მჭიდრო კომუნიკაცია სტაბილურობის შექმნის გასაღებია. სტაბილურობა აქცენტს აკეთებს ამჟამინდელ მომენტზე, ამყოფებს გუნდის წევრს აქ და ახლა და განცდას უტოვებს, რომ შეუძლია თქვენი იმედი ჰქონდეს.


იმედი

გუნდის წევრისთვის ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ირწმუნოს უკეთესი მომავლის. მიუხედავად იმისა, რომ სტაბილურობა ყურადღებას ამახვილებს დღევანდელზე, იმედი ეხება მომავალს. ადამიანებმა უნდა დაინახონ, რომ მათ ლიდერებს მხედველობაში აქვთ მკაფიო მიმართულება. მათ უნდათ ჰქონდეთ რწმენა, რომ ლიდერები ხელმძღვანელობენ მათ სწორი მიმართულებით. როდესაც ლიდერები იმედს გამოხატავენ, თანაგუნდელები უფრო მეტი ენთუზიაზმით გრძნობენ მომავალს და თავიანთ მნიშვნელოვან როლს საერთო საქმეში.

ისაუბრეთ მომავალზე ისე, თითქოს ის ნათელია. მაშინაც კი, როდესაც საქმე რთულია. თქვენ შეგიძლიათ აღიაროთ სირთულეები, მაგრამ მათ მაინც მიაწოდოთ საუკეთესო ვერსიები და რთული საკითხების გადაჭრის გზები.